19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონი ინგლისის ნაკრები გახდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ინგლისმა პორტუგალია 2-1 დაამარცხა.
ინგლისის ნაკრები ამ ასაკობრივ ჯგუფში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი და რიგით მე-16 ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
შეგასენებთ, რომ 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
2018 წლის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატს ფინეთი უმასპინძლებს.