გამოცემა Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთში, ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე 900-მდე მანქანა დაიწვა და 370 ადამიანი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13-14 ივლისს სულ 897 ავტომობილი დაწვეს. სამართალდამცველებს ამ დღეებში 368 ადამიანის დაკავება მოუხდათ.
პოლიციის მონაცემებით, გასულ წელს უფრო ნაკლები - 855 მანქანა დაიწვა, თუმცა უფრო მეტი - 577 ადამიანი დააკავეს.
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უსაფრთხოების გაძლიერებული მეთოდების წყალობით შესაძლებელი გახდა ინციდენტების მნიშვნელოვანი კლება.