logo_geo
eng_logo
საფრანგეთში 900-მდე მანქანა დაწვეს და ასობით ადამიანი დააკავეს
- +

16 ივლისი. 2017. 00:33




გამოცემა Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთში, ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე 900-მდე მანქანა დაიწვა და 370 ადამიანი დააკავეს.


საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13-14 ივლისს სულ 897 ავტომობილი დაწვეს. სამართალდამცველებს ამ დღეებში 368 ადამიანის დაკავება მოუხდათ.


პოლიციის მონაცემებით, გასულ წელს უფრო ნაკლები - 855 მანქანა დაიწვა, თუმცა უფრო მეტი - 577 ადამიანი დააკავეს.


სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უსაფრთხოების გაძლიერებული მეთოდების წყალობით შესაძლებელი გახდა ინციდენტების მნიშვნელოვანი კლება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner