logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: „რუსთავი 2“ იტყუება!
- +

16 ივლისი. 2017. 00:48



პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რუსთავი 2" იტყუება!

 

არაერთხელ დაიწერა ინტერნეტ სივრცეში საოცრად ნიჭიერი, ხალასი, სიცოცხლის ტრფიალი ბავშვის, პროექტ „ნიჭიერის" ფინალისტის გიორგი ცისკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ძალიან არ მინდა, რომ ეს სენსიტიური თემა რაღაცნაირად პოლიტიკური გავხადო. მითუმეტეს, ოჯახთან არ შემითანხმებია, რომ ამის გასაჯაროებას ვაპირებ, მაგრამ გაჩუმებაც შეუძლებელია.

 

„ ნიჭიერის" ფინალზე, „დემოკრატიის შუქურად" წოდებული ტელევიზიის ყოფილმა გენერალურმა ადრე პროკურორმა და ახლა დირექტორმა გვარამიამ, მთელს საქართველოს აუწყა, რომ გიორგის დაენიშნებოდა 1 წლის განმავლობაში სტიპენდია 500 ლარის ოდენობით. იანვრის შემდეგ ბავშვს ჩერიცხა მხოლოდ 500 ლარი, ისიც მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

 

აი, ასეთ სიმართლეს ღაღადებს „რუსთავი 2".

 

თბილისელების ბედზე დამაშვრალი და მოფიქარლი ზაალ უდუმაშვილი კი, რომელიც სწორედ იმ ჟიურის წევრი იყო, ერთხელაც არ გამოხმაურებია პირად შეტყობინენებს, რომელიც მისი მისამართით გაიგზავნა.

 

ამჟამად გიორგი სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს თურქეთში, სადაც უნდა დაუდგინდეს დიაგნოზი, რაც თანხებთან არის დაკავშირებული და რომლის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

იქნებ, ახლა მაინც ინებოს „რ2"-ის ხელმძღვანელობამ და დაპირებული თანხა გადასცეს ოჯახს", - წერს ხოფერია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner