logo_geo
eng_logo
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წლისთავზე მასობრივი მსვლელობები გამართეს
- +

16 ივლისი. 2017. 01:30




ასობით ათასი თურქი მონაწილეობს სამხედრო გადატრიალების მცდელობის წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგებსა და მსვლელობებში.


თურქეთის დედაქალაქის ათამობით მოქალაქე ეროვნული დროშებითა და დაღუპულთა ფოტოსურათებით ხელში შეიკრიბა ანკარის ცენტრალურ მოედანზე, კიზილაიზე, რომელსაც ეროვნული ნების სახელი 15 ივლისს მიანიჭეს.


სტამბოლის სამი რაიონიდან ერთი ადგილისკენ - ბოსფორის ხიდამდე გამართა მსვლელობა ათობით ათასმა ადამიანმა, სადაც გასული წლის 16 ივლისის ღამეს მშვიდობიანმა მოქალაქეებმა პუტჩისტების გადაადგილება აღკვეთეს.


მსვლელობაში მონაწილეობა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მიიღეს. ბოსფორის ხიდთან, რომელსაც 15 ივლისის წამებულთა სახელი ეწოდა, მრავალათასიანი მიტინგი ტარდება და აქვე სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი იხსნება.


შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა თურქეთში სამხედრო გადატრიალება გასული წლის 15-16 წლის ღამეს სცადეს. შედეგად, თურქეთის 240 მოქალაქე დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაიჭრა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner