BBC-ის ინფორმაციით, ლონდონში ბრალი წაუყენეს 16 წლის მოზარდს, რომელიც ადამიანებს მჟავას ასხამდა. ბოლო დღეებში ბრიტანეთის დედაქალაქში ასეთი ხუთი შემთხვევა მოხდა. ის ახლა დაკვებულია და სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარდგება.
მჟავათი თავდასხმების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
14 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი მოზარდი დააკავა.