logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დღეს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ...
- +

16 ივლისი. 2017. 11:57



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

დღეს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და სოროსის ოფისის ხელმძღვანელობა ცოფებს ყრის ქართველთა მარშის გამო. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, მისი ბრძანებით, დედამისის თურქმა მეგობრებმა, რომლებიც გიულენის გარემოცვაა, 300000 დოლარი გადასცეს ნაცების" ლიდერებს, რათა მოისყიდონ ჟურნალისტები და დაიწყოს მარშის დისკრედიტაციის კამპანია. 10000$ უკვე გადახდილია ერთ სულგაყიდულ საინფორმაციო საშუალებაზე და როგორც მაცნობეს, ხვალიდან უნდა გაჩნდეს შეკვეთილი სტატიები, რომ მარში დააფინანსა ებრალიძემ ან ძასოხოვმა ან ხომერიკმა ან ხუბიტიამ ან გიორგაძემ ან რომელიმე ძველმა ბიჭმა. ეს იმ ფონზე, როდესაც მარშის ბიუჯეტი იყო 500$, ამას დაემატა ქართველი ემიგრანტის გამოგზავნილი 250$. ბათუმის აქცია გადაიდო მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსების ფული არ გვაქვს, არ გვაქვს 1 ოთახიც კი სადაც შევიკრიბებით. ამიტომ თხოვნა იქნება, რომ 20-20 ლარი მაინც შევკრიბოთ, რომ 2 ოთახი ვიქირავოთ, სადაც შევიკრიბებით. ქართველთა მარშის იდეას ბინძური ფულით ვერ დავსვრით. ხატის წინაშე, ღმერთს ვფიცავ, თუ 1 თეთრი მიგვეღოს საქართველოს ფარგლებს გარედან!!! უფალი გფარავდეთ!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner