logo_geo
eng_logo
14 აპრილი - საქართველოს სახელმწიფო ენის დღე
- +

9 აპრილი. 2016. 11:02



საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტი საქართველოს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით 11-15 აპრილს ატარებს „სახელმწიფო ენის კვირეულს".


კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:


11 აპრილი 12:00 - 14:00


- მარიამ შილაკაძის ნამუშევრების გამოფენა

-  სტუდენტთა კონფერენცია:

„ქართული ენა - საქართველოს სახელმწიფო ენა"


12 აპრილი 12:00 -14:00

- თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია დიმიტრი ყიფიანის შესახებ;


13  აპრილი 12:00 - 14:00

- წიგნების პრეზენტაცია: მანანა ტაბიძის „სოციოლინგვისტიკა";

რევაზ შეროზიასა და მიხეილ ლაბაძის „ხალხური სიბრძნე II: მეგრული და ლაზური იდიომები";

- შეხვედრა პროფესორებთან: რამაზ პატარიძესთან და გურამ ცერცვაძესთან.


14 აპრილი 12:00 - 14:00

- ფონდის „ქართველთა დედაენა"  ვებ-გვერდის პრეზენტაცია;

- ქართველოლოგიის ცენტრის VI სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის აქტუალური პრობლემები";


15 აპრილი 12:00 - 14:00


- ჩანახატები, ისტორიები, ესეები; ქართული ხალხური ლექსი და ჰანგი (ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული და თორნიკე სხიერელი).


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner