logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩვენ ბევრს ვფიქრობთ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული
- +

16 ივლისი. 2017. 14:12



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლს გერგეთის წმინდა სამების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის სიყვარულის დღესასწაული.


„ჩვენ ბევრს ვფიქრობთ სიყვარულის შესახებ, ბევრს ვლაპარაკობთ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული. სიყვარული არის სხვებისთვის ცხოვრება. არის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. არის ადამიანი, რომელიც ოჯახისთვისაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხალხისთვის, მოყვასისთვის და არა თავისი თავისთვის. ეს ყველაფერი მას ღვთის მადლით ეწერება და სამაგიეროს იღებს სააქაოს და საიქიოს. ამიტომ არის ნათქვამი: იხარეთ ორსავე სოფელსა შინა", - ბრძანა პატრიარქმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner