გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. ძველი ქალაქის შესასვლელებში, სადაც 3 რელიგიის სიწმინდეები მდებარეობს, დეტექტორებს ამონტაჟებენ.
უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ განკარგულება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერაქტის შემდეგ გასცა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ტაძრის მთაზე 3-მა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 2 პოლიციელი და 3-ივე თავდამსხმელი.
ძველი ქალაქი ტურისტებისა და მომლოცველებისთვის 3 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. დღეს ერთ-ერთი შესასვლელი გახსნეს.