logo_geo
eng_logo
იერუსალიმში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა
- +

16 ივლისი. 2017. 15:53



გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. ძველი ქალაქის შესასვლელებში, სადაც 3 რელიგიის სიწმინდეები მდებარეობს, დეტექტორებს ამონტაჟებენ.


უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ განკარგულება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერაქტის შემდეგ გასცა.


შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ტაძრის მთაზე 3-მა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 2 პოლიციელი და 3-ივე თავდამსხმელი.


ძველი ქალაქი ტურისტებისა და მომლოცველებისთვის 3 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. დღეს ერთ-ერთი შესასვლელი გახსნეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner