აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღე-ღამეში დაახლოებით 120-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„აზერბაიჯანის მიერ მასშტაბურმა სამხედრო მოქმედებებმა სერიოზულად დააზარალა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებს პროცესი და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მცდელობები", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. თუმცა, მხარეებმა რამდენიმე დღის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.