იერუსალიმში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. განკარგულება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერაქტის შემდეგ გასცა. ძველი ქალაქის შესასვლელებში, სადაც 3 რელიგიის სიწმინდეები მდებარეობს, დეტექტორებს ამონტაჟებენ. დეტექტორების მონტაჟის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო, მაგრამ აღსრულება პოლიტიკური უთანხმოებების გამო ფერხდებოდა.
ძველი ქალაქი ტურისტებისა და მომლოცველებისთვის 3 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. დღეს ერთ-ერთი შესასვლელი გახსნეს.
14 ივლისს ტაძრის მთაზე 3-მა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 2 პოლიციელი და 3-ივე თავდამსხმელი.