ვაკის რაიონში ველოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თამარაშვილის 10ა-ში მდებარე განახლებულ სკვერში ველოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ველოსადგომი 8 ველოსიპედს დაიტევს. აღნიშნულ მისამართზე ველოსადგომის მოწყობის სამუშაოები ხვალ დასრულდება.
ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, ანალოგიური ველოსადგომის მოწყობა მარიჯანის ქუჩაზე მდებარე სკვერშიც იგეგმება. გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 30 აგვისტომდე დასრულდება.