1972 წლის 7 აპრილს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე (სიდამონიძე).
უწმინდესი ეფრემი დაიკრძალა სიონის საკათედრო ტაძარში 13 აპრილს.
მას მომზადებული ჰქონდა ასეთი ეპიტაფია - „მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთითმშვენიერსა საკურთხეველსა და მიწასა შთავაბნიე საგალობელი სული ჩემი იხმო ზეცამან მსაჯულმან პასუხისგებად, ამისთვისაცა გევედრებით, ლოცვაჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოს მსახურად ზეციურისა საკურთხეველობასა".