logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ლეილა მუსტაფაევა ყოველგვარ ზღვარს სცილდება!
- +

16 ივლისი. 2017. 22:54



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არავინ დავობს იმას რომ აფგან მუხტარლის საქმე ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ ის რა განცხადებებს და ქმედებებს ახორცილებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მის მიერ თავდაპირველად უარგუმენტოდ და მტკიცებულებების გარეშე საქართველო დადანაშაულებულ იქნა ადამიანების გატაცებაში, სახელმწიფო სტრუქტურები უმოქმედობაში ქვეყანა კი არადემოკრატიულ მმართველობაში. ახლახანს კი ლეილა მუსტაფაევამ შსს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადადგომაც მოითხოვა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ესა თუ ის მინისტრი, ან მოვითხოვოთ რომელიმე უწყების ხელმძვანელის გადადგომა, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შენ ქვეყანას აფარებს თავს და შენი ქვეყნის შსს მინისტრის გადადგომას ითხოვს ეს უკვე მართლაც გაუგონარია. მუსტაფაევას განცხადებებს გარკვეული პროვოკაციის ელფერი დაკრავს და ჩანს ამ ყველაფრის უკან საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები დგანან, რომლებსაც ქვეყნის სტაბილურობის ხელყოფა და დისკრედიტაცია სურთ. აზერბაიჯანმა დაიჭირა, აზერბაიჯანმა წარუდგინა ბრალი, აზერბაიჯანმა შეუფარდა პატიმრობა და საქართველოს შსს მინისტრის გადადგომას ითხოვდე, მართლაც რომ ალოგიკურია", - წერს მჟავანაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner