მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართველთა მარშის წევრებო! არ უპასუხოთ გაბუნიას და „რუსთავი 2"-ს, თავისი გაჭირვება ეყოფათ, სრულ უცოდინარობასთან ერთად პანიკით გამოწვეულ ისტერიულ ფსიქოზში არიან , შეიცოდეთ ეს ჩვენი ცოდვით სავსეები! ნურც გაბრაზდებით, რადგან ხალხს იმდენად ძულს ისინი, რომ მათგან წამოსული ისტერიული ლანძღვა ჩვენი ხალხის თვალში კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენი სამართლიანი ბრძოლის ჭეშმარიტებას. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, მართლა ცოდოები არიან!" - წერს ბრეგაძე.