რაგბი ევროპის შვიდკაცის გრანპრის ექსეტერის ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა.
ქართველმა მოშვიდკაცეებმა მეორე სათამაშო დღეს მეოთხედფინალური შეხვედრა რუსეთთან 19:12 დათმეს.
მეორე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ესპანეთის ძლიერ ნაკრებს 19-5 სძლიეს და მეხუთე ადგილისათვის ფინალის საგზური გაინაღდეს.
„ბორჯღალოსნები" ფინალში მასპინძელს - ინგლისს დაუპირისპირდნენ, რომელიც მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.
ქართველებმა პირველი ტაიმი 12:5 მოიგეს, თუმცა გარდასახული ლელო მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე მიიღეს.
შეხვედრის ბოლო წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა.
გამარჯვების ლელო კი საქართველომ ბოლო წამებზე დადო - საბოლოო ანგარიში 17:12.