დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის ტონი ბლერის თქმით, ის Brexit-ის იდეას დიდწილად არ ეთანხმება. ამასთან ბლერი ამბობს, რომ მას ტერეზა მეი ეცოდება, ვინაიდან „ზვიგენებით არის გარსშემორტყმული", რომლებიც თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობენ. ამის შესახებ ტონი ბლერმა Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს უღირსი საქციელია. მიუხედავად იმისა, რომ მეის ყველაფერზე მეტად ქვეყნის ბედი აღელვებს, Brexit-ის საკითხთან მიმართებაში მიჭირს სრულად დავეთანხმო", - ამბობს დიდი ბრიტანეტის ექსპრემიერი.
ბლერის თქმით, მას ესმის თუ რატომ არის ტერეზა მეისთვის Brexit-ის პროცედურების ბოლომდე მიყვანა ასე მნიშვნელოვანი - „ეს ხალხის გადაწყვეტილებაა", - ამბობს ბლერი.
„ვისურვებდი, მენახა უფრო მეტი ლიდერობა, ვიდრე სხვების მიმდევრობა", - დასძენს ექსპრემიერი მეის შესახებ.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.