logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ბატონო პროკურორო, ვისი დაკვეთით აკეთებს მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს?!...
- +

17 ივლისი. 2017. 00:38


 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

ამ ქალს, ქმრის დაკავებამდე, მგონი კარის მეზობლებიც კი არ იცნობდნენ... ის უკვე, პოპულარული გახდა, ეკრანიდან არ ჩამოდის, მომხრეებიც ბევრი გაიჩინა... ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში...

 

უცნაურია, მაგრამ ის თითქოს, ამას ელოდაო და ქმრის დაკავებით, უცებ პოლიტიკურ ხიბლში ჩავარდა.. ცხადია, მომხდარით უამრავმა უკეთურმა ისარგებლა და ყველაზე მეტად ამ თემით, პოლიტიკურად ნაციონალურმა მოძრაობამ იხეირა... ნაციონალებისგან შეგულიანებული ავფგან მუხტარლის ცოლი, იმდენად გათავხედდა, რომ ჩვენი ქვეყნის შს მინისტრის გადადგომაც კი მოითხოვა... არადა, ქალბატონი თავის ქვეყანაში არც ჩასვლას გეგმავს და არც რამის გაპროტესტებას... რომც ჩავიდეს, ალბათ ჩაცუცქულ პოზიციაშიც კი, კნავილსაც ვერ გაბედავს, იქ საქართველო არაა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონს ჩვენთან, მაგრად და ზომაზე მეტად, გაუტკბა დემოკრატია...ის, რაც თავის სამშობლოში სიზმრადაც, რომ არ მოელანდება... ამასობაში კი ერთგულ და მოსიყვარულე ცოლს, პატიმარი ქმარი მიავიწყდა და ნაცვლად იმისა, რომ სიმართლისთვის კანონიერი გზებით, თავის სამშობლოში იბრძოლოს, ბედავს და ნაციონალებთან დაახლოებულ რამდენიმე პირთან ერთად, საპროტესტო აქციებს მართავს მოთხოვნით, -გადადგეს საქართველოს შს მინისტრი!..

 

იცით რა გითხრათ პატიმარ მუხტარლის ცოლო?!... ხომ არ ჯობია, ჩემს ქვეყანაში ინტრიგნობასა და დესტაბილიზაციის მცდელობას შეეშვათ და თქვენს ქვეყანას მიაშუროთ, იქ სადაც თქვენი ქმარი ციხეში იტანჯება?... ხომ არ ჯობია, პოლიტიკანობას თავი გაანებოთ და აზერბაიჯანის შს მინისტრისა და გნებავთ გენერალური პროკურორის გადადგომა მოითხოვოთ?!... გირჩევთ, ჩემს ქვეყანასა და ჩემი ქვეყნის მინისტრებს შეეშვათ, თორემ სულ მალე ამ ქვეყნიდან, დამიჯერეთ, პანღურით გაგაძევებენ... მართლა...

 

ისე, გენერალურ პროკურორზე გამახსენდა... იქნებ დროა ამ უწყებამ გამოიღვიძოს და როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს, დროული სამართლებრივი რეგირება მოახდინოს... ასევე უნდა დაინტერესდეს ამ თემით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის უშუალო მოვალეობაა, გააკონტროლოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქმედებები, მითუმეტეს, როცა მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, პოლიტიკური დაძაბულობის ნიშნებს შეიცავს...

 

ბატონო გენერალურო პროკურორო, იქნებ დაინტერესდეთ ამ თემით და გაარკვიოთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც აფგან მუხტარლის ირგვლივ იკრიბებიან და რა მიზნები ამოძრავებთ მათ სინამდვილეში?... ეს მაინტერესებს მე და ეს აინტერესებს ასევე, საზოგადოების დიდ ნაწილს... დაინტერესდით ბატონო პროკურორო, ვინ არის ეს ქალბატონი, რა მიზნები ამოძრავებს მას და ვისი დაკვეთით აკეთებს მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს?!..." - წერს ლიპარტელიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner