logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: სანაცეთი რომ „აპროტესტებს“ ეს არის აუტანელი, თორემ...
- +

17 ივლისი. 2017. 01:04



ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოფელ ბერშუეთთან გამართულ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„ეს, ისე, „შემთხვევით"

 

1. 2008 წლის აგვისტოს ომის (რომელსაც სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენები უწოდა) საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში).

 

სააკაშვილმა ამ ყველაფერს ქვების გროვა უწოდა...

 

2. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავადა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

 

3. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი/დაშავებული 1045 სამხედრო მოსამსახურიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობს 526 პირი. აქედან 61 სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილია ავადმყოფობის მიზეზით.

 

---

პროტესტი?

 

როგორ გეკადრებათ!

 

იმხანად ასე იყო - კონცერტი რუსთაველზე!

 

უბრალოდ სანაცეთი რომ "აპროტესტებს" ესაა აუტანელი, თორემ..." წერს მეფარიშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner