მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რუსთავი 2"-მა კურიერი P.S. -ში „ქართული მარშის" შავი პიარი დაგეგმა, მაგრამ სერიოზული თეთრი პიარი გამოუვიდა. დიდი მადლობა „რუსთავი 2"-ს ამ უნებლიე შეცდომისთვის. ლიბერასტები ისეთ ისტერიკაში და პანიკაში არიან, რომ გზა-კვალი აერიათ. ნუ ნერვიულობთ, თქვენც ჩვენი გზააბნეული თანამემამულეები ხართ, გამოგასწორებთ, ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენებთ და ჩაგიხუტებთ" , - წერს ბრეგაძე.