logo_geo
eng_logo
„ხვალ მისი ცოლის ნათესავი პრემიერის გადადგომას მოითხოვს და ზეგ მისი ნაცნობი ჩვენი სამშობლოსთვის სახელის შეცვლას!“
- +

17 ივლისი. 2017. 02:30



„ქართული ოცნების" წევრი დიტო სამხარაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

საინტერესოა! უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მისივე ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგას! რომელიც აქტიურად იბრძვის დაამარცხოს, მისი ქვეყნის არსებული მთავრობა, რომელიც უკანონოდ იპარება საკუთარ სამშობლოში, ვფიქრობ რომ ემზადება დისიდენტის სტატუსის მოსაპოვებლად, რომელსაც გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური გეგმების დასაკმაყოფილებლად (ტანჯული)! ჩემი აზრით ცუდი ის არის, რომ ამ უცხო ქვეყნის მოქალაქის გეგმები ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებაა! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! დღეს მისი ცოლი, ჩვენი ქვეყნის შსს-მინისტრის გადადგომას ითხოვს! ხვალ მისი ცოლის ნათესავი პრემიერის გადადგომას მოითხოვს და ზეგ მისი ნაცნობი ჩვენი სამშობლოსთვის სახელის შეცვლას მოითხოვს!" - წერს დიტო სამხარაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner