logo_geo
eng_logo
„სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“
- +

9 აპრილი. 2016. 11:11



მიხეილ სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა ექს-პრეზიდენტის ცხოვრებაზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა".



საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დისკუსია მისი პერსონის ირგვლივ კვლავ გრძელდება. წიგნისმე, პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი" ავტორი ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლალი მოროშკინა ედუარდ შევარდნაძის ეპოქაში განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა კავებდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამხობის შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად მუშაობდა", - ასე იწყება ვრცელი ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან, რომელსაც რუსი ჟურნალისტი, მოსკოვსკიი კომსომოლეცის" კორესპონდენტი მარინა პერევოზკინა ესაუბრება.



როგორც ლალი მოროშკინა ამბობს, მან იმიტომ გადაწყვიტა ინტერვიუს მიცემა რუსული პრესისათვის, რომ არ მოსწონს, როგორ შუქდება მასში „მიხეილ სააკაშვილის თემა": რატომღაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ექს-პრეზიდენტის პირადულ თვისებებს - როგორ სძინავს, როგორ იქცევა და .. „დამიჯერეთ, მთავარი ამ კაცის ქცევა და პირადული მოქმედებები კი არაა, არამედ ის, რომ მისი მმართველობის დროს ქართველი ხალხის გენოფონდი ნადგურდებოდა. მე ხშირად მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციას ებრძოდა და ამოძირკვაო. მაგრამ არავინ ამბობს, რომ სამაგიეროდ მისი პრეზიდენტობის დროს ელიტარული კორუფცია აყვავდა. მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები ქართული ტრადიციების წინააღმდეგ წავიდნენ, ჩვენი ბებიებისა და ბაბუების წინააღმდეგ. ყველაზე საშინელი ის გახლავთ, რომ მათ ქართული მენტალიტეტის, ცნობიერებისა და თვითშეგნების განადგურება სურდათ. ქართველმა ხალხმა ცხრა წლის განმავლობაში დიდი ძალადობა გადაიტანა. ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: რა არის ამის მიზეზი? რატომ სძულს მას ქართველი ხალხი? - იქნებ ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ბავშვობაში უნდა ვეძებოთ? თქვენ ხომ ერთად სწავლობდით...

- იგი ორი წლით ჩემზე უფროსია. ჩვენ ერთად ვსწავლობდით პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, საბურთალოზე, რომელიც ელიტარული სკოლა იყო, უბრალო მოკვდავი იქ ვერ მოხვდებოდა. იქ სწავლობდნენ მაღალჩინოსნების შვილები. მეც ერთ-ერთი ასეთი ვიყავი... ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ როგორ მოხვდა იგი პირველ სკოლაში - ბიძამისი თემურ ალასანიაკაგებე"- გენერალი იყო, რომელიც მას ამერიკიდან ჯინსებს უგზავნიდა ხოლმე. იმ დროს იმპორტული ტანსაცმლის ყიდვა ძნელი საქმე იყო და ჩანდა, თუ როგორ გამოირჩეოდნენ ასეთი მოსწავლეები თავიანთი ჩაცმულობით, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მაინცდამაინც ნათელი ფიგურა არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, „რუხი თაგვი" კარგ ჯინსებში, სწავლობდა არცთუ ისე კარგად. იგი არ მონაწილეობდა თამაშებში და ცუღლუტობაში, ყველაფერს შორიდან უყურებდა ხოლმე. მისთვის მთვარი იყო, ტანსაცმელი არ დასვროდა და დედიკოსაგან ქოთები არ მიეღო. როცა მთელი კლასიშატალოზე" მიდიოდა (ანუ გაკვეთილებს აცდენდა), მას შეეძლო კლასში დარჩენილიყო და მერე დირექტორისთვის ეთქვა, თუ ვინ იყოშატალოს" ინიციატორი. ბუნებრივია, მიშას ასეთი საქციელის გამო თანაკლასელი ბიჭები კარგად ბეგვავდნენ ხოლმე, რაც მან კარგად დაიმახსოვრა. მე მეცოდებოდა... მეშვიდე თუ მერვე კლასის დამთავრების შემდეგ იგი სხვა სკოლაში, 51-ში გადაიყვანეს, ვერისუბანში. ორი წლის შემდეგ მეც იქ გადავედი. ვხედავდი, რომ იმ სკოლაშიც იგივე ამბები გრძელდებოდა... მოგვიანებით ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დროს შევხვდით ერთმანეთს. აფხაზეთის ომის დროს ჩვენი სკოლიდან ბევრი ბიჭი ფრონტზე წავიდა და უკან ერთეულები დაბრუნდნენ, მიშა კი ომში არ წასულა, იგი ამერიკელებთან თარჯიმნად მუშაობდა. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით ხოლმე დაღუპულების საფლავებთან, მიშა კი იქ ერთხელაც კი არ მოსულა, მისი თანაკლასელებიც ხომ დაიღუპნენ. ვინც ომს ცოცხალი გადაურჩა, მას ანგარიშები უკვე მოგვიანებით გაუსწორა, როცა პრეზიდენტი გახდა. სხვათა შორის, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა იმ ხის მოჭრა ბრძანა, რომელიც 51- სკოლის ეზოში იდგა და რომლიდანაც იგი ჩამოვარდა. ასევე სამსახურიდან გაათავისუფლებინა სკოლის დირექტორი, ვისთანაც სწავლის დროს პრობლემები ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილმა ჩემს ოჯახსაც ზიანი მიაყენა, ჩემს პირვე ქმარს ნუკრი ჩაგანავას, რომელიც მისივე თანაკლასელი იყო, ბიზნესი წაართვა. ნუკრი მიწის იმ ნაკვეთს ფლობდა, სადაც ახლა აშშ-ის ახალი საელჩო დგას. ჩემი მეუღლე ციხეში ჩაასმევინა და ყველაფერზე უარი ათქმევინა, შემდეგ 38 წლის კაცს ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. არადა, ისინი სკოლაში ერთმანეთთან თითქოსდა მეგობრობდნენ, მაგრამ ძნელია იმეგობრო ისეთთან, რომელიც ყველას აბეზღებს. მათ შორის ხშირად კონფლიქტიც ხდებოდა ხოლმე. მიშამ ყველა თანაკლასელი, ვინც კი მას სკოლაში რაიმე აწყენინა, დააჭერინა და თავი ციხეში უკრა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ქართულ საპყრობილეებში შექმნილი ვითარება საშინელი იყო - ყოველდღიურად ხდებოდა პატიმართა წამება... მიხეილ სააკაშვილი არაფერს ივიწყებს, იგი დაუნდობელი შურისმაძიებელი პიროვნებაა. იგი არავის არაფერს პატიობს", - ამბობს ლალი მოროშკინა.



რესპონდენტი იხსენებს, თუ როგორ წაუყენა მას მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმი, რომ დახმარებოდა მისივე მეუღლის, კრივში მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის დაჭერაში. სამაგიეროდ, პრეზიდენტი ლალი მოროშკინას სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაჰპირდა: მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, ყველა ის ადამიანი ჩაესვა ციხეში, ვისაც საქართველოში ავტორიტეტი ჰქონდა... მე უარი ვთქვი მისი თხოვნის შესრულებაზე. მე მაშინ მინისტრი მოადგილედ ვმუშაობდი და ვუთხარი, რომ სკანდალს ავტეხდი. ჩემი ქმარი ცნობილი სპორტსმენი იყო და რაღაც სასაცილო ბრალდების გამო უნდა დაეჭირათ. ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის უთანხმოება მხოლოდ პირად ნიადაგზე არ ყოფილა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იგი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაჭრას ძალისმიერი გზით ცდილობდა. მე ვფიქრობდი, რომ მისი გეგმა განუხორციელებელი იყო და ეს პირდაპირ ვუთხარი. მაგრამ მან 2004 წელს პროვოკაცია მაინც მოაწყო, რომლის შედეგად ბევრი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა, მათ მშობლებს კი სიჩუმის გულისთვის მოზრდილი თანხა გადაუხადეს. რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. მოვა დრო, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე პასუხს აგებს, მათ შორის 2004 წლის პროვოკაციისთვისაც", - ამბობს ლალი მოროშკინა ინტერვიუში.




 - გასაგებია, რომ მიხეილსააკაშვილის სამხედრო ავანტიურის დროს ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მისი გუნდი წარმატებების შესახებ ჰყვება, რომ კორუფცია დავამარცხეთ, დამნაშავეობა შემცირდაო...

 

 

- 2006 წელსნაციონალებმა" ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადეს დამნაშავეობის მიმართ. ცხადია, კარგად ჟღერს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, პრაქტიკაში კი ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს მასიურად იჭერდნენ და უბრალო შეცდომის გამო ყველას ციხეში გზავნიდნენ. თითქმის ყოველ მესამე ქართველ ახალგაზრდას ციხე აქვს გამოვლილი. იმ პერიოდში საპყრობილეს რეჟიმი 320 ათასამდე ადამიანმა გამოსცადა, რაც სამმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისათვის არანორმალურად მაალი ციფრია. პატიმრები საშინელ პირობებში იყვნენ. როცა ხელისუფლება შეიცვალა და ამნისტია განხორციელდა, მე სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ვხედავდი გათავისუფლებული პატიმრების საშინელ სახეებს... მიხეილ სააკაშვილი ხშირად იწვევდა ხოლმე საქართველოში რუს ჟურნალისტებს და მათ ქვეყანას სრულიად სხვა კუთხით აჩვენებდა, თითქოსდა საქართველოში ყველაფერი ყვაოდა... არადა, „ნაციონალური ხელისუფლება" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საშინელებას სჩადიოდა. ქართული ეკლესია, კათოლიკოს-პატრიარქი ცდილობდა, როგორმე შეემსუბუქებინა პატიმრების მდგომარეობა და ციხეებში საკვებ პროდუქტებს აგზავნიდა ხოლმე... პატიმრები გაუსაძლის პირობებში იყვნენ. მიხეილ სააკაშვილი ხშირად აცხადებდა ხოლმე, რომ ევროპული ტიპის ციხეები გვაქვსო და ამის დამადასტურებლად ჟურნალისტებს გლდანის საპყრობილეს აჩვენებდა. არადა, სხვა ათობით ციხეში საშინელი მდგომარეობა იყო - 20-ადგილიან კამერებში 120 პატიმარი იჯდა...

ყველაზე შემაძრწუნებელი, რაც მე ციხეებში ვნახე, ის იყო, რომ მცირეწლოვან პატიმრებს სცემდნენ და აუპატიურებდნენ. მიხეილ სააკაშვილის კანონმდებლობამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სასჯელი 12 წლის ასაკამდე შეამცირა, რაც სამარცხვინო მოვლენა იყო.



- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილმა ქართული მენტალიტეტის დაშლა-განადგურება დაიწყოო. რას აკეთებდა იგი ამ მიზნით?



 - საქართველო განთქმული იყო თავისი პატივისცემით უფროსი თაობის მიმართ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ასეთი რამ არ გააჩნდა. მანჩარეცხილები" უწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ადრე ქართულ ელიტას წარმოადგენდა, რომელიც ქართული მეცნიერებისა და ხელოვნებისოქროს ფონდს" წარმოადგენდა. როცა იგი ხელისუფლებაში მოვიდა, გამოაცხადა, რომ 40 წლის ასაკის ადამიანები სამსახურში აღარ მიიღებოდნენ, ისინიჩამოწერილები" იყვნენ. მან სამსახურიდან გააძევა უნივერსიტეტის ხანდაზმული პროფესორები, მეცნიერები... სამაგიეროდ, თანამდებობები დაურიგა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უცოდინარ ახალგაზრდებს - „ბებისიტერებს", რომლებსაც ორთვიანი ტრენინგის კურსი სადღაც ამერიკაში თუ ევროპაში ჰქონდათ გავლილი... მისი მმართველობის დროს ეკლესიებს ანგრევდნენ, რათა ჩვენი რწმენისთვის საფუძველი შეერყიათ. „ნაციონალები" ყველაფერს აკეთებდნენ კავკასიური სულის, ქართული მენტალიტეტის ჩასაკლავად", - ამბობს ინტერვიუში ლალი მოროშკინა.

 


http://www.mk.ru/politics/




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner