logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით პრინციპული და შეურიგებელი პოლიტიკა გვაქვს
- +

17 ივლისი. 2017. 12:36




რა ხდება სამაჩაბლოში და რას აკეთებს ხელისუფლება ოკუპანტის შესაჩერებლად, ამ თემებზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ვერსიას" ესაუბრა:


 
სამწუხაროდ, ეს ახალი მოცემულობა კი არა, განგრძობითი ოკუპაციაა, რომელსაც ჩვენ 2008 წლიდან ვუპირისპირდებით. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წლებია, საოკუპაციო ხელოვნურ ბარიკადებს ამონტაჟებენ. ეს პროცესი ინტენსიურად 2009 წელს დაიწყო, 2011 და 2013 წლებშიც აბამდნენ მავრთულხლართებს. მაშინ დიდი ძალისხმევით მოვახერხეთ პროცესის გაჩერება, თუმცა პერიოდულად ხდება სხვადასხვა სახის პროვოკაცია - უკანონო დაკავებები, .. გადასასვლელების დაკეტვა, სხვადასხვა შეზღუდვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თხრილების მშენებლობა. ახლაც ასეთ ეპიზოდთან გვაქვს საქმე... ამ ბანერებისა თუ ბარიკადების დამონტაჟება ადგილზე ჰუმანიტარულ პრობლემებს იწვევს. საუბარი იმაზე კი არაა, ათი მეტრით გვერდით, მარჯვნივ ან მარცხნივ გამოიწიოს, საუბარი იმაზეა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი მავრთულხლართებისა და ბარიკადების მშენებლობა-არსებობა მიუღებელია და ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის დიდ პრობლემებს. ადამიანები წლების განმავლობაში ზოგჯერ რისკის ფასადაც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ახლანდელ ტერიტორიაზე ცდილობენ თავის საკუთრებაში გადასვლას, რადგან ხშირად ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს ვეხმარებით და სპეციალური პროგრამაც გვაქვს გამყოფ ხაზებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისთვის რომ შემოსავლის ალტერნატიული წყაროც გაუჩნდეთ. ერთ-ერთი მიმართულება ჩვენ მოლაპარაკებებში ისიცაა, რომ ვიდრე მასშტაბური პრობლემების მოგვარებას, დეოკუპაციას მოვახერხებთ, ადგილობრივებმა არსებულ ვითარებაში შეძლონ ჰუმანიტარული წვდომა საკუთარ მიწებზე

 

ხელისუფლება ახლა ძალიან აქტიურია საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებაშიყველა ფორმატისა და შეხვედრის დღის წესრიგის ნომერპირველი საკითხი ეს გახლავთსაერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება მაქსიმალურად ხდება ყველა იმ საშუალების გამოყენებით, რაც დღეს ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია; ამიტომ აქ ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნასა თუ კრიტიკას. გვაქვს ძალიან პრინციპული, შეურიგებელი პოლიტიკა დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. როცა შერიგებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მართულხლართებით დაშორებული საზოგადოების და არა არსებულ სიტუაციასთან შერიგებას. არსებული ვითარების შესაცვლელად მთელ რიგ ინსტრუმენტებს ვიყენებთ, გარდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობისა, ჩართულობის პოლიტიკა გვაქვს და ბევრ სერვისს ვთავაზობთ...", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner