logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი უმუშევრობის დონის შემცირებაა
- +

17 ივლისი. 2017. 13:46



პირველმა  ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც მათი ხელისუფლების პირობებში მოხდა, უმუშევრობის დონის შემცირებაა. მისი თქმით, 2012-დან 2016 წლის ჩათვლით უმუშევრობის დონე 15-დან 11,8%-მდე შემცირდა. ეს დაახლოებით 100 ათას კაცზე მეტია, ვინც დასაქმდა და აქვს ხელფასი.


როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ ზრდაზე, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას ეკონომიკაში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რაც შემდეგ ზრდის ტენდენციაზე ახდენს გავლენას. როცა ვამბობთ, რომ ექსპორტმა მოიმატა და 2017 წლის იანვარ-მაისში ზრდამ 28,7% შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა რეალური ექსპორტი - ექსპორტის ზრდა შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მოცულობაში, ასევე ფასის ზრდაში. ექსპორტის საერთო მატების 80% რეალური ექსპორტის ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ საწარმოები, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, დატვირთულია და იქ ადამიანები ხელფასს იღებენ. კითხვაზე, როდის იგრძნობს ამ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა თავის ჯიბეზე, ვიტყვი, რომ ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული. იმ საწარმოებში, რომლებიც დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მაგალითად, ასეთია ფეროშენადნობთა მიმართულება, დღეს პრაქტიკულად ამ პროფესიის ყველა ადამიანია დასაქმებული, ხოლო სიმძლავრეები მაქსიმალურად არის დატვირთული.

 

სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დღემდე ძალიან გაჭირვებულია. ჩვენ ნელ-ნელა ამოვდივართ ამ უკიდურესი სიღარიბიდან. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010-დან 2014 წლამდე საქართველოში დაახლოებით 490-მა ათასმა კაცმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს... რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს ყველამ იმისთვის, რომ გაჭირვებული ადამიანი ქვეყანაში რაც შეიძლება ცოტა იყოს. ამას მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს და როცა ლაპარაკია ეკონომიკურ ზრდაზე, კერძო სექტორი და მისი ინვესტიციები, შექმნილი სამუშაო ადგილები, ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა", - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner