logo_geo
eng_logo
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი დააკავეს
- +

9 აპრილი. 2016. 11:25


 

ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი მოჰამედ აბრინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვმია ისიც, რომ მამაკაცი თეთრ ქურთუკში, რომელიც ზავენტემის აეროპორტში გადაღებულ ფოტოზეა ასახული, სწორედ აბრინია.


მედიის ინფორმაციით, დაკავება ანდერლეხტის რაიონში მოხდა, სადაც ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი ცხოვრობს.


ბელგიის პროკურატურა ადასტურებს, რომ ძალოვანებმა, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის მოჰამედ აბრინიც, რომელიც აფეთქების მოწყობაში მესამე ეჭვმიტანილი იყო და მიმალვა მოახერხა. მას ბრიუსელის პოლიცია ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ეძებდა.


ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გავრცელებულა, მათ შორის დაკავებულთა ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით.   


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner