ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წერტილს დაუსვამს.
„სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს მიუხურავს", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.
შაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტჩის მოვლენების დროს დაღუპული 250 ადამიანის გამო ხელისუფლება შურს იძიებს.