ფლამენგოს, სალსასა და პოპ მუსიკის შემსრულებელი ფრანგული ჯგუფი Gipsy Kings საქართველოს ეწვევა.
კონცერტი Black Sea Arena"-ს სცენაზე 18 აგვისტოს გაიმართება. ჯგუფი საქართველოში ორიგინალური შემადგენლობით ჩამოვა და იმ ჰიტებს შეასრულებს, რომლითაც მსოფლიომ გაიცნო.
Black Sea Arena"-ს დირექტორის ანი კავლელიშვილის განცხადებით, კონცერტის გამართვის ინიციატივა თავად ჯგუფს ეკუთვნის.
ეს ჯგუფის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში გამართული პირველი კონცერტი იქნება.