logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია ოთარ აბესაძეზე: ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი უნდა შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან
- +

17 ივლისი. 2017. 15:11



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან.


საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და შესაბამისად, გამოძიება იტყვის სათქმელს. მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან. გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი და საპროცესო ნორმები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება. მანამდე ოპოზიცი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, წინასწარი შეფასებები, ვარაუდები თუ .. ვფიქრობ, თავშეკავებას უნდა დაექვემდებაროს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner