თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან.
„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და შესაბამისად, გამოძიება იტყვის სათქმელს. მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან. გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი და საპროცესო ნორმები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება. მანამდე ოპოზიცია იქნება ეს თუ სხვა ვინმე, წინასწარი შეფასებები, ვარაუდები თუ ა.შ. ვფიქრობ, თავშეკავებას უნდა დაექვემდებაროს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.