logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს...
- +

17 ივლისი. 2017. 15:18




კახა კალაძის ოფიციალურ facebook-გვერდზე ვრცელდება მიმართვა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი საჯარო პირებსა და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს მოუწოდებს, იმოქმედონ მორალის, ადამიანობისა და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში.

 

ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ , მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში", - ნათქვამია მიმართვაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner