საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან თათია დოლიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.