logo_geo
eng_logo
კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე: ოდესელი მაღალჩინოსანი გამოძიებას გაურბის
- +

9 აპრილი. 2016. 11:27



საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძ ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, წინა ხელისუფლების პირობებში, მსგავსი კადრების გავრცელება არ ხდებოდა.



ჩემი აზრით, ოდესელი მაღალჩინოსნის აზრი საერთოდ არ არის საინტერესო. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სიბინძურეების, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანაში იქმნებოდა, მთავარი რეჟისორი იყო. ეს არის ფარული მიყურადება, ჩანაწერები და .. რამდენიმე ათასი კადრი იყო გაკეთებული, იყო განცხადებები, რომ განადგურდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს გატანილი ჰქონდეს ეს კადრები. დღეს პრობლემა არ არის, ნებისმიერი კადრის გამოქვეყნებაა შესაძლებელი სხვადახვა ქვეყნიდან და მერწმუნეთ, ძალიან რთულია დადგენა, ვის მიერ და რომელი ქვეყნიდან არის გავრცელებული",- განაცხადა კახა კალაძემ.



ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების შეკითხვებს გაურბის.



ვფიქრობ, ყველამ ყველაფერი ვიცით იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ხერხდება ოდესელი მაღალჩინოსნის დაკითხვა, რადგან ის არ გამოცხადდა შესაბამის სამსახურებში, როდესაც იყო მოთხოვნა მის დაკითხვასთან დაკავშირებით. შემდეგ იყო შეთავაზებული სკაიპით" მომხდარიყო მისი დაკითხვა, თუმცა მან უარი განაცხადა. ის გამოძიების კითხვებს გაურბის, აქ, მე ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, ჩადენილ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner