logo_geo
eng_logo
საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

9 აპრილი. 2016. 11:42



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


ტრაგედიის ადგილზე მისულმა დეპუტატებმა 27 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს, დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და 9 აპრილის ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.


ყოველ წელს, 9 აპრილს, იმ დროს, როდესაც საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო, სასულიერო პირები ტრაგედიის ადგილზე დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს იხდიან.


1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ ტრაგიკულ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner