logo_geo
eng_logo
ლინკოლნ მიტჩელი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილი აქტუალური არ არის
- +

17 ივლისი. 2017. 16:50


 

 

ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ვაშინგტონში გავლენებითა და მოწონებით აღარ სარგებლობს.


„რაც შეეხება სააკაშვილის საქმიანობას უკრაინაში, ყველა დაიღალა მისი რიტორიკით: „შენ კორუფციონერი ხარ!" ეს რიტორიკა უშედეგოა.

 

როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მიშას უნდოდა, ყოფილიყო ის, ვისაც ახალი პრეზიდენტი საქართველოზე დაელაპარაკებოდა. მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაში ის აქტუალური არ არის. ჰილარი კლინტონი რომ გამხდარიყო, ეს უფრო შესაძლებელი იქნებოდა", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner