logo_geo
eng_logo
„საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება“
- +

17 ივლისი. 2017. 18:53



პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელ თათია დოლიძის მიმართ მუქარას ეხმაურება.


მისი თქმით, საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება.


მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე როგორც ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.

 

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის, ისღა რჩებათ. სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.

 

ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე", - წერს თამარ ჩუგოშვილი.


გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ ე.წ. „ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე „ფეისბუქში" მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner