გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე, შს სამინისტროს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
თათია დოლიძის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი მუქარა გაჟღერდა.
კერძოდ, თათია დოლიძე თბილისში ჩატარებულ „ქართველთა მარშს" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რასაც აქციის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი მუქარის შემცველი საჯარო კომენტარები მოჰყვა.