logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თვითონ თინა ხიდაშელი ხომ არ ემსახურება რუსულ ინტერესებს ისევე, როგორც სააკაშვილი?
- +

19 თებერვალი. 2016. 22:56


„რატომ მოხდა, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროს, ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, NATO ასეთ პესიმისტურ განცხადებებს აკეთებს?!"- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვლმა გადაცემაში 2030  ქვეყნის პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით საუბრისას.


ინაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა, ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით საუბარი უფრო ინტენსიურ ფაზაში შევიდა, რაც ბევრ ეჭვს ბადებს.


„თვითონ თავდაცვის მინისტრი ხომ არ ემსახურება რუსულ ინტერესებს ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთის მხრივ, რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა, მეორეს მხრივ კი, ქართული მიწების 22% რუსებს ჩააბარა?! პრო ორივე ცუდია. კარგი კი, ქართული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრია. მე ქართულ ინტერესს ჯერ კიდევ მაშინ ვატარებდი, როცა 21 წლის ვიყავი და აფხაზეთის ომში ვმონაწილეობდი, რითაც ქვეყანას უამრავი კადრი დავუტოვე. რატომღაც, იქ, ოკუპანტთან დაპირისპირებული "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები არ მინახავს." - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner