„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გამართეს.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მსვლელობა პარტიის ცენტრალური ოფისიდან დაიწყეს და პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დაასრულეს. მათ პარლამენტის წინ სანთლებით „გვახსოვს 9 აპრილი" დაწერეს.
„დღეს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წევრები შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სისხლი გაიღეს. გვინდა, პატივისცემა და მადლიერება გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკანასკნელ წუთამდე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის",- განაცხადა „ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღავანელმა დათო ხაბეიშვილმა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს ყველა რეგიონში გამართეს.