გალერეა „თბილისი" ზუსტად იმ ადგილას გაიხსნება, სადაც წლების წინ ცნობილი უნივერმაღი „თბილისი" ფუნქციონირებდა. ტურიზმისა და შოპინგის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 90 მლნ ამერიკული დოლარია.
პროექტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრაქცია როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის. აქ განთავსდება 90-ზე მეტი ობიექტი, სადაც როგორც ჩვენი ქალაქის სტუმრები, ისე მაცხოვრებლები მოვლენ და გაატარებენ დროს, დახარჯავენ ფულს, რაც საკმაოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
კიდევ ერთი სიახლე საქართველოსთვის ყველასთვის ნანატრი H&M-ია. ეს მაღაზია კავკასიაში ამ ბრენდის პირველი ობიექტი იქნება. მისი შესასვლელი მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის" განახლებული ფოიედან იქნება. კომპანიის დათანხმებას, შემოსულიყო ქართულ ბაზარზე, წელიწად-ნახევრიანი მოლაპარაკებები დასჭირდა.