logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: დღევანდელი დღე გამარჯვების, სიძლიერის და შეუდრეკელობის სიმბოლოა
- +

9 აპრილი. 2016. 12:19



თბილისის მერმა დავით ნარმანია მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდა და 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.



მისი თქმით, დღევანდელი დღე გამარჯვების, სიძლიერის და შეუდრეკელობის სიმბოლოა.



ამ ადამიანებმა ყველაფრის ფასად, თავიანთი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს ქვეყანა. დღეს რომ ასე მოვედით, ასეთი თავისუფალი ქვეყანა გვაქვს, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად გადაგვირჩინეს ქვეყანა, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი ქვეყანა ჰქონოდ. ამიტომაც არის თითოეული ჩვენგანის ვალი, მოვიდეთ აქ და მოვიგონოთ მათი სახელები და რაც მთავარია, ყოველთვის ვთქვათ ის საქმენი საგმირონი, რომელიც მათ გააკეთეს და რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner