ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი განცხადება მიიღო თბილისის დეტექტივების მე-2 განყოფილებამ. განცხადებაში მითითებული მაქვს როგორ მემუქრებოდა ელისო კილაძე ცემით და როგორ იმუქრებოდა ჩემი შვილის ნახვით. როგორც თათია დოლიძის გამო აღიძრა საქმე, ისე აღიძვრება ჩემს გამოც. დანარჩენს ძიება დაადგენს, რა იყო მუქარა და რა არა", - წერს ჯღარკავა.