Reuters-ის ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარ 2 აფეთქებას 5 სამართალადამცველი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.
პირველი აფეთქება ქალაქ არიშში მოხდა. გზის პირას დამონტაჟებული ბომბი მაშინ ამოქმედდა, როდესაც იქ პოლიციის მანქანა გადაადგილდებოდა. შედეგად 5 სამართალდამცველი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
მეორე აფეთქების შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად ამოქმედდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.