Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტმა უკვე მეოთხედ გაახანგრძლივა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შარშან მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 260 ადამიანი. თურქეთის მთავრობა ამბოხის სულისჩამდგმელად აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.
ერთი წლის განმავლობაში თურქეთში 50 ათასი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად გიულენის მოძრაობის წევრობა ედებათ. ანალოგიური ბრალდებით 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.