logo_geo
eng_logo
გაეროს ელჩი თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიებას მიესალმება
- +

17 ივლისი. 2017. 23:47



საქართველოში გაეროს ელჩი ნილს სკოტი თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნეტგაზეთი" ავრცელებს.


მოხარული ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს თათია დოლიძის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფი იქნება. ვგმობთ ყველა სახის ძალადობას და, ამ შემთხვევაში, ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. ასეთი სახის ქმედებას თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, როგორიც თათია დოლიძეა, შესძლონ ხმის ამაღლება თავისუფლების, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის დასაცავად. ეს ფუნდამენტური ღირებულებებია როგორც საქართველოსათვის, ასევე გაეროსათვის. თათიამ ნათლად აჩვენა ამ ღირებულებების მნიშვნელობა, როგორც ქართველმა ახალგაზრდამ და საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა გაეროში.

 

დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციისა და ტოლერანტობის ღია მხარდაჭერა ძალადობის, შეურაცხყოფისა და მუქარის შიშის გარეშე", - ამბობს ნილს სკოტი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner