logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ კოალიციიდან გასულ პარტიებს არჩევნებზე ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ
- +

9 აპრილი. 2016. 12:30



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნებიდან" გასულ პარტიებს, 2016 წლის არჩევნებზე ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. ამის შესახებ ჟვანია „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ უმჯობესი იქნება, აღნიშნულმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ გარკვეული ბლოკები ამოაყალიბონ.


„მგონია, რომ ბარიერის გადალახვა ცოტა გაუჭირდებათ. სწორი იქნება, რომ დაჯგუფდნენ, რაღაც კოალიციები შექმნან და ასეთ შემთხვევაში ნამდვილად გადალახავენ ბარიერს. საკმაოდ საინტერესო პარლამენტი შეიძლება ვიხილოთ. არიან პარტიები, რომლების იდეოლოგიებიც ემთხვევა და სავსებით ნორმალურად მიმაჩნია, რომ ამ პარტიებმა გარკვეული ბლოკები შექმნან. არ მინდა, რომ პოლიტიკურ სივრცეში მარტო „ქართული ოცნება" დარჩეს. ოპოზიციიდან აშკარად შევლენ გარკვეული ძალები პარლამენტში, მაგრამ მინდა, რომ ის ადამიანებიც ვიხილო, რომლებიც ამ წლების მანძილზე ჩვენს გვერდით იყვნენ", - განაცხადა ჟვანიამ.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner