„ქართული ოცნების" წევრმა ბენო ქაშაკაშვილმა „tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომლის სტაბილური პოლიტიკის დამსახურებითაც საქართველოში ომი არ მომხდარა და იგი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას, მშვიდოაბიანი გზით ცდილობს.
„ქართული ოცნება", ეს არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ისე ჩაატარა არჩევნები, რომ ომის პროცესი არ „უპიარებია" და შესაბამისად მართველობის პერიოდში ომი არ უწარმოებია. თუ გადავხედავთ ისტორიას, ყველა ხელისუფალს ერთი და იგივე შეცდომა მოუვიდა, დაიწყო საომარი პროცესები. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, მემგონი „ქართული ოცნების" პერიოდში მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია", - განაცხადა ქაშაკაშვილმა.