აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი-გზაგამტარის („გუდვილის" მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით).
როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ".
გარდა ამისა, საგზაო სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან დღეს, 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩისკვეთამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით.
თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.