პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს და გარდაცვლილთა ოჯახებს 55 ათასი ლარი გამოუყო.
„პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 55 ათასი ლარამდე თანხა, რომელიც გადაეცემა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულ თითოეულ მოქალაქეს და ამავდროულად გარდაცვლილთა ოჯახებს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.